გამომცემლობა ბუნება პრინტი ამზადებს, გამოსცემს და ავრცელებს პუბლიკაციებს ბუნების შესახებ და ბუნების მოყვარულთათვის.

ჩვენი მიზანია საბუნებისმეტყველო და შემეცნებითი სფეროების პოპულარიზება და სტიმულირება როგორც სამეცნიერო, ასევე შემეცნებით-პოპულარული ლიტერატურის გამოცემისა და გავრცელების გზით.

ჩვენი საქმიანობით ვცდილობთ პოპულარიზება გავუწიოთ საქართველოს ბუნებას, ბუნებრივ რესურსებს, ბუნების დაცვის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი საქმიანობით უკავშირდებიან ამ სფეროებს.

ბუნება პრინტი ღიაა ყველა შემოქმედი ადამიანისთვისა და ორგანიზაციისთვის _ ყველასთვის, ვინც ამ სფეროში საქმიანობს და სურს გამოსცეს წიგნები ან ნებისმიერი სახის პუბლიკაციები საკუთარი იდეების, პროექტების, საქმიანობისა და ხელნაწერების საფუძველზე.

ბუნება პრინტის უცხოენოვანი გამოცემების დისტრიბუტორია ერთ-ერთი ლიდერი კომპანია მსოფლიოში Natural History Book Service (NHBS), რომელიც მარკეტინგს უწევს ჩვენს გამოცემებს გლობალურად და ავრცელებს მსოფლიოში არსებულ ყველა წიგნის მაღაზიასა თუ ბიბლიოთეკათა ქსელში.




ბუნება პრინტი 2003 წელს დაარსდა როგორც კერძო სამეწარმეო სტრუქტურა არასამთავრობო ორგანიზაციის საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრის (ბუდე) ინიციატივით. ორგანიზაცია ათ წელზე მეტია, რაც გარემოსა და ბუნებასთან დაკავირებულ პროგრამებთან ერთად საგანმანათლებლო საქმიანობასაც ეწევა.

საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს საქართველოს ბუნებისა და ბუნებრივი რესურსების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელი სხვადასხვა კამპანიები, რომელთა ძირითად მიზანს წარმოადგენს ფართო საზოგადოების (და არა მხოლოდ ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანთა) ინფორმირება, რათა ადამიანები უკეთ იცნობდნენ ჩვენს უნიკალურ ბუნებას, იცოდნენ, თუ როგორ ხდება ამ რესურსების გამოყენება, ან რა კეთდება მის დასაცავად.

გამომცემლობის დაარსება სწორედ ამ კონკრეტულ იდეას ემსახურება: ფართო აუდიტორიისათვის ხელმისაწვდომი გახდეს ინფორმაცია საქართველოს ბუნებისა და ბუნებრივი რესურსების შესახებ.

ფასდაკლების აბონემენტის საჩუქრად მიღებისა და სარგებლობის ინსტრუქცია

ფასდაკლების აბონემენტებს საჩუქრად მიიღებს როგორც პედაგოგი (რომელიც ასწავლის გამომცემლობა “ბუნება პრინტი”-ს მინიმუმ ერთი სახელმძღვანელოთი 2010-11 სასწავლო წელს), ასევე მისი მოსწავლეები (სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით). 

  • პედაგოგი წიგნების შეკვეთის შემთხვევაში აბონემენტებს მიიღებს სახელმძღვანელოებთან ერთად

  • ოფისში ვიზიტის შემთხვევაში პედაგოგს აბონემენტები გადაეცემა ადგილზე

  • აბონემენტი გაიცემა მშობელზეც (შვილისათვის), სახელმძღვანელოს გამომცემლობაში შეძენის შემთხვევაში

თეატრები

1)     “სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი”

მისამართი: ქ. თბილისი, ი. ვეკუას ქ. 8
ტელეფონი:
625973; 655437; 626197
მობილური:
899 154619 ლიკა კაკულია (საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური)
e-mail:
contact@akhmetelitheatre.gelika_@mail.ru
ფასდაკლება:
40%

 

2) “მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი”

მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზ. 164
ტელეფონი:
353152; 342899
მობილური:
858 107781 მაია ოდიშარია (საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი)
e-mail:
info@tumanishvilitheatre.ge
www.tumanishvilitheatre.ge
ფასდაკლება:
30%

3) “თითების თეატრი”

მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ქ. 8 (“კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი”. მცირე სცენა “სხვენი”)
ტელეფონი:
953582; 955966
მობილური:
877 462134 ბესო კუპრეიშვილი (დირექტორი) 
e-mail:
besso_k@yahoo.com
www.fingers-theatre.net

ფასდაკლება:

  • თეატრში ვიზიტის შემთხვევაში - 30%

  • თეატრის დასის სკოლაში ვიზიტი - 40%

შენიშვნა: თითების თეატრის დირექტორთან (ბესო კუპრეიშვილი 877 462134) შეთანხმებით შესაძლებელია თეატრის დასის სკოლაში ვიზიტიც (საქართველოს მასშტაბით) სადაც, თუ ღონისძიების საფასურის გადამხდელი პირი წარადგენს “ბუნება პრინტი”-ს ფასდაკლების აბონემენტს, თანხის ამღები მოახევს და დაიტოვებს აბონემენტის 1 დანაყოფს, ხოლო გადამხდელი მიიღებს ფასდაკლებას ღონისძიების ჯამურ ღირებულებაზე (მიუხედავად მოწვეული სტუმრების რაოდენობისა)

ზემოაღნიშნულ თეატრებში ფასდაკლების მიღების ინსტრუქცია

1 თეატრის ბილეთზე ფასდაკლების მიღებისათვის საჭიროა აბონემენტის 1 დანაყოფი, 2 ბილეთზე ფასდაკლების მიღებისთვის 2 დანაყოფი და ა.შ. (თეატრის მოლარე აბონემენტს მოახევს და დაიტოვებს, ბილეთების რაოდენობის შესაბამის დანაყოფს).

თეატრში ვიზიტამდე სასურველია თეატრის ადმინისტრაციასთან დაკავშირება და სპექტაკლის თარიღისა და დროის გადამოწმება. თეატრში ჯგუფური ვიზიტის შემთხვევაში აუცილებელია თეატრის ადმინისტრაციასთან შეთანხმება სპექტაკლზე დასწრების მსურველთა რაოდენობასა და ვიზიტის თარიღთან დაკავშირებით.

სადღესასწაულო ცენტრები

1) “ვინი პუჰი” (სადღესასწაულო ცენტრი)

მისამართი: ქ. თბილისი, პეკინის 7ა
მობილური:
899 237677 გოგა მთიულაშვილი (დირექტორი) 
e-mail:
g.mtiulishvili@mail.ru
ფასდაკლება:
10% (მხოლოდ მენიუზე)

2) “დო-რე-მი” (სადღესასწაულო ცენტრი)

მისამართი: ქ. თბილისი, გურიელის ქ. 9
ტელეფონი:
394064
მობილური:
893 123296 ქეთი გორგაძე (დირექტორი) 
e-mail:
keti-gorgadze@mail.ru
ფასდაკლება:
10% (მხოლოდ მენიუზე)

3) “ანამარია” (სადღესასწაულო ცენტრი)

მისამართი: ქ. თბილისი, ბახტრიონის ქ. 9 მიმდებარე ტერიტორია
ტელეფონი:
142344
მობილური:
899 568889 ნინო გულიანი (მენეჯერი) 
www.anamaria.mychild.ge
ფასდაკლება:
10% (მხოლოდ მენიუზე)

 

ზემოაღნიშნულ სადღესასწაულო ცენტრებში ფასდაკლების მიღების ინსტრუქცია

თუ ღონისძიების საფასურის გადახდისას გადამხდელი პირი წარადგენს “ბუნება პრინტი”-ს ფასდაკლების აბონმენტს, მოლარე მოახევს და დაიტოვებს აბონმენტის 1 დანაყოფს, ხოლო გადამხდელი მიიღებს ფასდაკლებას ღონისძიების ჯამურ ღირებულებაზე (მიუხედავად მოწვეული სტუმრების რაოდენობისა).

დაწესებულებაში ვიზიტამდე აუცილებელია გასართობი ცენტრის ადმინისტრაციასთან დაკავშირება და ვიზიტის დეტალების შეთანხმება.

 

  

შენიშვნა: ფასდაკლებასთან დაკავშირებული პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობეთ დაწესებულების ადმინისტრაციას, ან დაუკავშირდით გამომცემლობა “ბუნება პრინტს”

ტელ: 595083; 595084; 595085

e-mail: info@bunebaprint.ge